16:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 23:05:03, 2035 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი, #6 სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუა ხნის მამაკაცი გზის სავალ ნაწილზე ფეხით გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 

მომხდარი ავარიის გამო წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. 

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციითვე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics