01:13 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 19:04:17, 395 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: საყდრისში აფეთქებების გაგრძელება სასამართლოს უპატივცემულობის გაგრძელებაა

ადამიანის უფელბათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საყდრისში ყოველგვარი ფართომასშტაბიანი სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც კოჟორიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პირეობებში საყდრისში აფეთქებების გაგრძელება სასამართლოს უპატივცემულობისა და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მქონე ქმედების გამეორებაა.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, დღესაც კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქ შეჩერებულია ყოველგვარი ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ამ პირობებში კვლავ აფეთქებების გაგრძელება არის გაგრძელება სასამართლოს უპატივცემულობის და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მქონე ქმედების გამეორებაა, რაც ვფიქრობ, რომ უნდა იმსახურებდეს სამართალდამცავი ორგანოების ინტერესს. სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დააკასირა კომპანიას, შეაჩეროს ფართომასშტაბიანი სამუშაოები“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics