10:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:28:12, 1591 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის ინიცირებული პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის ინიციატივითა და რკინიგზის მენეჯმენტის ხელშეწყობით გასული წლის ოქტომბრიდან, რკინიგზის თანამშრომლები ინგლისურსა და რუსულ ენებს უფასოდ სწავლობენ.

უკვე დასრულდა აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც სტუდენტების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ პროექტში ჩართულ თანამშრომელთა უმეტესმა ნაწილმა  უმაღლესი შეფასებები მიიღო. ყველა სტუდენტი შემდეგ საფეხურზე გადავიდა და განაგრძობს შესაბამისი უცხო ენის შესწავლას.

შეგახსენებთ რომ,  ერთწლიანი პროექტი, რომელიც ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ მოამზადა, რკინიგზის თანამშრომლებისათვის უცხო ენების შესწავლას ითვალისწინებდა. რკინიგზელებს ინგლისურსა და რუსულ ენებს  „Millennium Gate"-ის მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები ასწავლიან.

პირველი საგამოცდო ეტაპის წარმატებით დასრულება გახდა სტიმული იმისა, რომ ახალგაზრდა რკინიგზლელთა ასოციაციამ რკინიგზელებისათვის კიდევ დაიწყო  სასწავლო კურსების პროექტების მომზადება. იმ შემთხვევაში, თუ ასოციაციის მიერ ინიცირებული პროექტები კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მხარდაჭერილი იქნება, რკინიგზელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის  შესალებლობა ისევ მიეცემათ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics