00:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 08:31:41, 1186 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

როვორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:

1.      შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო 
მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი
თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

2.      საქართველო-ნატო:
2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები
2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი 
მომხსენებელი: დავით დონდუა
თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დათუნა რაქვიაშვილი

3.      რეფორმები თავდაცვის სამინისტროში 
მომხსენებელი: ლევან იზორია
თანამომხსენებელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია

4.      საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“

მომხსენებელი: დავით რაქვიაშვილი

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics