|
2017-03-22 13:02:37, 1222 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკი“ 50-ზე მეტი მცირე საოჯახო სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკი“, 1 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 50-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო. როგორც „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა აღნიშნა, „ლიბერთი ბანკი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. „მოხარული ვარ, რომ 2017 წელსაც გვაქვს შესაძლებლობა დავაფინანსოთ 50-ზე მეტი მცირე საოჯახო სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადები“,- განაცხადა ხოროშვილმა. თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ მადლობა გადაუხადა „ლიბერთი ბანკს“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები საშუალებას იძლევა ბენეფიციარების სხვა პრობლემების მოგვარებაზე. „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით შევძელით 53 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები კი საშუალებას მოგვცემს ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე“,-განაცხადა სოფრომაძემ. შეგახსენებთ, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 25 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 157 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.
(NS)
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)