22:05 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 16:29:25, 1309 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წლების საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

მათივე ცნობით, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი ფუნქცია სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობაა.

შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ საბჭოს წევრები ოთხ ჯგუფად შემდეგი ძირითადი მიმართულებით  -  1.ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის სფერო, 2.სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის სფერო, 3.გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფერო და 4.ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა -  იმუშავებენ.

შეხვედრაზე  2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და   უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის საკითხებიც განიხილეს.  

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics