|
2017-03-20 10:09:31, 1349 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები დღეს აქციას თბილისის მერიასთან გამართავენ
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები ამჯერად აქციას თბილისის მერიასთან გამართავენ. ისინი მერიისგან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვების გაშლის ნებართვას ითხოვენ. მათ მორიგი აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გამართეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ პირველ რიგში დაზარალებულების სტატუსი უნდა მიანიჭოთ და კომპენსაცია გადაუხადონ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. შეგახსენებთ, ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)