19:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:44:41, 1706 ნახვა

პოლიტიკა
„ლეიბორისტები“ არ გამორიცხავენ, საკონსტიტუციო კომისია დატოვონ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მართავს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ  იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო კომისია მათ წინადადებებს არ გაითვალისწინებს, მისი პარტია კომისიის დატოვების საკითხებს განიხილავს.

„ეს კომისია საკონსტიტუციო გადატრიალებას ახორციელებს. ართმევს ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას, მას ტოვებს ცერემონმაისტერად, აკანონებს არჩევნების გაყალბებას, მანდატების მოპარვას. თუ ასეთი ფორმით გააგრძელებს კომისია მუშაობას და არ გაითვალისწინებს არცერთ წინადადებას და გააგრძელებს იმ დებულებების გატანას, რომელიც არა აქ, არამედ შუშის სასახლეშია დაწერილი, ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხსაც, რომ დავტოვოთ ეს კომისია“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics