19:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 11:30:55, 1753 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კიდევ ორი კანონპროექტი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში კიდევ ორი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მცირე და საშუალო   ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

 „საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება. შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც  გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას ითვალისწინებს.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებით 1. გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი;  2. გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის   ექვსთვიანი პერიოდი.

კანონპროექტები გამომდინარეობენ  ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics