|
2017-03-16 12:06:51, 1599 ნახვა
საზოგადოება
20 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე 19 მარტის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი თოვლი. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +7, +10, +16 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი +6, +12, +15 გრადუსია, მოსალოდნელია წვიმა. რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება საშუალოდ. დღეს, ჰაერის ტემპერატურა თბილისში +7 გრადუსი იქნება. ხვალ დედაქალაქში +15 გრადუსია მოსალოდნელი, 18 მარტს - +11 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა, ხოლო 19 მარტს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)