|
2017-03-15 17:05:59, 1511 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს ინფორმაცია. აგრეთვე აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები. გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურ „ნატვრის ხეზე“ თავიანთი სურვილები დაწერეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)