|
2017-03-15 16:30:41, 1247 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
13,14 და 15 მარტს, ქუთაისში, სასტუმროში "ბაგრატი" საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (IჩMPD) მხარდაჭერით, საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ასევე, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მონაწილეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგადი მიმოხილვა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)