17:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 00:28:06, 1854 ნახვა

პოლიტიკა
მაკკეინი: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესის გადაწყვეტილება პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას ჰგავს

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესის გადაწყვეტილება პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას ჰგავს, - ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვის მცდელობას ჰგავს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი2-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას", - აღნიშნავს სენატორი.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია.

„როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს“ -  განაცხადა სენატორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics