|
2017-03-14 18:52:03, 1460 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს გამგეობებისათვის, ქ. ბათუმში დასრულებულ 58 ბინიან სოციალურ სახლში ფართების განაწილებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. სოციალურ სახლში ფართების განაწილება, აჭარის მთავრობის მიერ უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. „დღევანდელი შეხვედრა აღნიშნული პროცესის საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმართვას შეუწყობს ხელს. სოციალური სახლში საცხოვრისით დაკმაყოფილდება ქ. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები ეკომიგრანტები. მნიშვნელოვანია დაზარალებულთა დროული ინფორმირება დაზარალებულთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, დარეგისტრირების მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში. შეხვედრაზე ასევე მსჯელობა გაიმართა სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და ბოლო დროს მათში შესული ცვლილებების ირგვლივ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)