|
2017-03-14 14:31:25, 4169 ნახვა
საზოგადოება რეგიონი სპორტი
„ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ შესვლის გადაწყვეტილებას“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული , მინისტრის აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს. "კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გაგრძელება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესისა, რომლიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის უკვე გაფორმებულია ათეულობით მსგავსი ე.წ. შეთანხმება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სრული და ექსკლუზიური კონტროლის გაძლიერებას ემსახურება. განგრძობითი ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესები გრძელდება ჩვენი ძალისხმევის ფონზე, სამშვიდობო პროცესს შევმატოთ მეტი დინამიკა და მხარეებთან ერთად გამოვნახოთ მოსახლების კეთილდღეობისკენ მიმართული ჰუმანიტარული გამოსავალი. ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო კონსოლიდაცია, რაც უდავო გამოწვევაა როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება და ეს თემა ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასონ აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)