|
2017-03-12 14:08:34, 1365 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: სამწუხაროა, რომ ეს საქართველოში ხდება, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა
„სამწუხაროა, რომ ეს საქართველოში ხდება, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ბრძანა. "ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვართ. სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი და ძალიან ვწუხავართ რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვრთისმშობლისა. მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა. სამწუხაოა ის, რომ ეს არა სიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში, შვილებში, შვილებს უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა",-ბრძანა უწმინდესმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)