13:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 14:30:05, 1533 ნახვა

საზოგადოება
ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი საქართველოში  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს  შეხვდა.

 მხარეებმა  განიხილეს   სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში  მიმდინარე პროექტები, მათი სამომავლო შედეგები  და მიზნები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი და ნატოს სამეკავშირეო  ოფისის წარმომადგენლობა რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს.

შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ  საქართველოში  ნატო-ს სამეკავშირო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი დოქტორ თორსთენ  დერიკი, მრჩეველი  კრისტიან კოკვიკი,მერი გაბაშვილი, ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი,  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი  მრჩეველი გრიგოლ მოდებაძე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics