13:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 13:07:55, 1277 ნახვა

საზოგადოება
ირანში ირანულ-ქართული ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ირანში ვიზიტის ფარგლებში,  ქალაქ იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში  ირანულ-ქართული ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრი გაიხსნა.

 როგორც „ექსპრესნიუსს“ ინოვაციების სააგენტოდან აცნობეს, სტარტაპებს, რომლებსაც სურთ ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლა, აღნიშნული ცენტრის სამუშაო სივრცედ გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე, საააგენტომ, სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, შეხვედრები  გამართა იაზდის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკში არსებულ ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიასთან  IT და ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლობასა და სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკის ხელმძღვანელობასთან.

მრგვალი მაგიდის ფორმატში, სააგენტომ  საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო ირანულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში წარმომადგენლობის გახსნით.

ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას,  სტარტაპების ხელშეწყობას და მათ ირანის 80 მილიონიან ბაზარზე დამკვიდრებას.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

შეგახსენებთ,  ირანში ვიზიტისას  სააგენტოსა და  იაზდის სამეცნიერო და  ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება სტარტაპების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics