12:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 13:44:36, 1391 ნახვა

საზოგადოება
Human Rights Watch: საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესებმა მთავრობის მიერ მედიასა და სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ ეჭვი წარმოშვა.

ორგანიზაციის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის გიორგი გოგიას თქმით, ქვეყანაში მედიას საფრთხე ემუქრება. 

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. ჩევნ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედიის მრავალფეროვნება",-განაცხადა გიორგი გოგიამ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“-მა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა. 3 მარტს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ კორესპონდენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საქმეს პროცედურის დაცვით წარმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics