10:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 17:28:39, 1536 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა ე.წ. გადასასვლელების დახურვაზე: ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, გამყოფ ხაზზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების, უხეში დარღვევაა და, ამავდროულად, წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განმსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

ამ გადასასვლელების ჩაკეტვა არის ღია მცდელობა აფხაზი და ქართული მოსახლეობის ხელოვნური გახლეჩის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კიდევ უფრო დიდი უფსკრულის გაჩენის, რაც თავისთავად კონტრპროდუქტიულია იმ ფუნდამენტური საწყისებისა, რომელსაც  თვით კონფლიქტის მოგვარების პროცესი მოიაზრებს სახალხო დიალოგისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ფორმატში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად, ვიმედოვნებთ რომ ეს ღონიძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტა.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics