2017-03-06 15:37:49, 1841 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
6-8 თებერვალს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი ეწვევა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს. ნიკოს კოძიასი აგრეთვე უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.
ბერძენ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნება ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან