10:07 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 21:24:03, 1722 ნახვა

პოლიტიკა
„რუსთავი 2“ საპროტესტო აქციებს გეგმავს

„რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ეს იქნება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული აქცია, თუმცა პროცესების გაგრძელება სავარაუდოდ პოლიტიკური იქნება.

„ჩვენი მთავარი გეგმა არის საპროტესტო აქციები, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ, პროდასავლურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის კოლექტივთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და მე მათ პოზიციას ვახმოვანებ. იქნება ეს ბარიკადები თუ რა მოთხოვნები იქნება, ამ წუთში უცნობია. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდ საპროტესტო აქციას, სადაც იქნებიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები და უნდა გვესმოდეს, იქ, სადაც არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, პროცესების გაგრძელება, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური. ჩვენი აქცია არის მხოლოდ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული, მაგრამ როგორ გადაწყვეტენ საპროტესტო მუხტის გამოყენებას პოლიტიკური პარტიები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics