09:30 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 13:23:18, 2371 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა

დედის დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა და გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, 100 საწოლზე გათვლილი სამშობიარო კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ადგილზე ქალის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება იქნება შესაძლებელი. დასაქმდება 30-მდე  მეცნიერებათა დოქტორი. კლინიკური ფუნქციების გარდა, მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება.

ამასთან, „გაგუას კლინიკაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან.

”გაგუას კლინიკა“ შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ის პირველ აპრილს გაიხსნება და ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics