08:28 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 01:32:51, 1743 ნახვა

პოლიტიკა
ხალვაში რ2-ის შეთავაზებაზე: ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას

ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას, - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის შეთავაზებას.

ხალვაშის განცხადებით, "გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა".

"გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას", - განუცხადა ქიბარ ხალვაშმა "გურია ნიუსს".

მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს.

„მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს“, - განაცხადა ქიბარ ხალვაში.

ცნობისთვის, ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ ტელევიზია ამჟამინდელ კოლექტივს მიყიდოს.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics