08:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 22:46:47, 1539 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე: მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს

მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს, - ამის შესახებ ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

მან რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„განცდა იმისა, რომ ოდესღაც კი არა, შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, მომხდარა ამ ქვეყანაში, მომხდარა მედიასთან დაკავშირებით. ეს შეცდომები დაუშვია ხელისუფლებებს, გადაგვიხდია ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ფასი, გადავკიდებივართ ერთმანეთს.. კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ.

რუსთავი 2-ის წართმევით, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით, ოპოზიციური პოლიტიკური მოედნის მოსუფთავებით, დასუსტებით, მარგინალიზაციით, სასამართლოს ჯიბეში ჩადებით, დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს. დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას და ის დაამთავრებს, სამწუხაროდ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics