08:28 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 12:51:21, 1792 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტს შესაძლოა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას

მმართველი გუნდი ინიაციატივით გამოდის, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გარკვეული კომპეტენციები იმ ორგანოებზე გადავიდეს , „რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო:

„სასამართლოს დამოუკიდებლობას რაც შეეხება, აქ არის მთელი რიგი რეგულაციებისა. არსებითად უცვლელი რჩება პრინციპული ნაწილი სასამართლოს თავის, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები შემოთავაზებული, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო აამაღლოს საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი. გვინდა, რომ ეს შემოთავაზებული ცვლილებები დაინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, დავაკონკრეტებ, საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც ეფუძნება სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას. ამის თაობაზე არსებობდა ვენეციის კომისიის კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ ამ ცვლილების ეფექტს, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics