07:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 18:31:17, 2058 ნახვა

საზოგადოება
TCR-ის საერთაშორისო ავტორბოლის სეზონის გახსნა საქართველში გაიმართება

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში შსს- მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი „მია ფორსი“, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი წლის უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

ამა წლის 1-2 აპრილს შსს-ს  მომსახურების სააგენტოს და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი TCR საერთაშორისო ავტორბოლის სეზონის გახსნის შეჯიბრს უმასპინძლებს. საქართველოს ავტოსპორტის ისტორიაში ასეთი რანგის საერთაშორისო რბოლა პირველად ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრზე ყველაზე სახელოვანი ქართველი ავტომრბოლელი - დათა ქაჯაია იასპარეზებს.

პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ კლუბ “მია ფორსის” ოფიციალური წარმომადგენელი რატი ზაუტაშვილი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელი - შოთა აფხაზავა და „მია ფორსის“ გუნდის ლიდერი და TCR-ის მონაწილე ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია.

შეჯიბრზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ბრიფინგის დასრულებისთანავე დაიწყება www.tkt.ge-ს პორტალზე და სმარტის სუპერმარკეტების სალაროებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის: www.tcr.gewww.tcr-series.com

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics