04:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:44:16, 1591 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსს შორის შეხვედრა გაიმართა.  

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიელმა კოლეგამ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი წარმატება.

თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამომავლო გეგმებზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპული იდეის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მხარდაჭერას, რაზეც ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მეტყველებს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანებად ინსტიტუციური დაახლოება, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის სამზადისი დაასახელა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც ასევე მიზანს ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის სიკეთეებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სარგებლობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში მოიწვია. 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics