14:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 16:32:28, 2634 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. 

"საბრალდებულო დოკუმენტში მითითებულია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა. ასევე, როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, მისი ბარგი 6 საათისა და 40 წუთის დაგვიანებით მიიტანეს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ, ბარგში ციანიდი ჩაედოთ, მიხეილ რამიშვილის თქმით. ამასთან დაკავშირებით რაიმე ვერსია ჯერ არ აქვს. 

ცნობისთვის, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. ​მამა გიორგი მამალაძე ჯერჯერობით ისევ კლინიკაში რჩება. ამ წუთებში ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთში გაირკვევა დარჩება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics