15:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 14:04:25, 1330 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა

უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოსცემს.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარი პროკურატურის ექსტრადიციის მოთხოვნილების შემოწმება დაასრულა. საქართველო მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას მისი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის იმ დანაშაულებებისთვის ითხოვდა, რომელიც მან, თითქოსდა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მისი პოლიტიკური დევნისთვის მოითხოვეს, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებებსი 1950 წლის კონვენციას ეწინააღმდეგება. ასეთ ვითარებაში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ საააკშვილის ექსტრადიციაზე ქართველ კოლეგებს უარი უთხრა“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების თხოვნით 17 თებევრალს მიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics