14:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 17:22:53, 2135 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: აუცილებელია, ნებისმიერმა მედია საშუალებამ თავისუფლად იმოქმედოს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას მალე გააგრძელებს. 

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მედიასაშუალებები უნდა იყვნენ მრავალფეროვანი და კრიტიკულები.

"აუცილებელია, ნებისმიერმა მედიასაშუალებამ თავისუფლად იმოქმედოს. მედიასა შუალებები უნდა იყვნენ მრავალფეროვანი, კრიტიკულები, იმედი მაქვს, "რუსთავი 2" მალე გააგრძელებს მაუწყებლობას და იქნება დამოუკიდებელი და კრიტიკული, როგორიც იყო წლების განმავლობაში",- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებობს გამოწვევები. მისივე თქმით, ეს მხოლოდ "რუსთავი 2"-ს არ ეხება და ამაზე მიანიშნებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენებიც.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. 

რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას 14:30 საათზე მოაწყობენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს.


 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics