21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 09:42:07, 1091 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ახვლედიანს მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დღეს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხება.

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მამუკა ახვლედიანს მოსამართლის წინაშე 13:00 საათზე დაკითხავენ. 

საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს დაკითხვაზე გამოცხადდება. ახვლედიანის თქმით, ჩანაწერი დამონტაჟებულია. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics