20:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 11:33:35, 1120 ნახვა

საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ივანე ჯავახიშვილის 1921 წლის 16 თებერვლის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ივანე ჯავახიშვილის 1921 წლის 16 თებერვლის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი:

„ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ, სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს", - ამონარიდი 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტისადმი თსუ-ის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის წერილიდან.

წერილს ახლავს ივანე ჯავახიშვილისა და საბჭოს მდივნის, აკაკი შანიძის ხელმოწერები.

რუსული ბოლშევიკური მე-11 არმიის შემოჭრა საქართველოში 11/12 თებერვლის ღამეს სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან დაიწყო.

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics