|
2017-02-15 18:59:48, 1016 ნახვა
რეგიონი
პრეზიდენტმა აჭარაში მოქმედი საწარმოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღესვე ხელვაჩაურის „BTM ტექსტილის" და ავეჯის საწარმო „გლორია" დაათვალიერეს და საწარმოო პროცესში მიიღეს მონაწილეობა. საწარმო ,,გლორიას" მუშაობის შესახებ ინფორმაცია სტუმრებს შპს „მაქროს" კომპანიის დირექტორმა თურჰან ქოროღლუმ და კომპანიის დამფუძნებელმა ემინ უჩარიმ გააცნეს. საწარმოების დათვალიერება საპრეზიდენტო კამპანიის ,,მოითხოვე ქართულის'' ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაძლეულ იქნეს სავალუტო სირთულეები. ამ კამპანიით გიორგი მარგველაშვილი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული" შეუერთდა. ავეჯის საწარმო „გლორია" 2013 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმო რბილ ავეჯს აწარმოებს. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს კომპანია ლიბიაში, გერმანიაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და ბელარუსში ახორციელებს. უკვე განხორციელებულია 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. საწარმოში დასაქმებულია 130-ზე მეტი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)