19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 12:01:53, 2130 ნახვა

საზოგადოება
ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა - უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას ხელი 1 ან 2 მარტს მოეწერება

ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც იოზვაკი წერს, დარჩენილი პროცედურები, კერძოდ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან დროებითი შეჩერების მექანიზმის მხარდაჭერა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში დასრულდება. 

წევრი ქვეყნის მიერ ე.წ შეჩერების მექანიზმის მხარდაჭერის შემდეგ, აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდება. ძალაში რჩება საქართველოსთვის მიცემული დაპირება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის ინფორმაციით, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ბოლო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება. გაბრიელის თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად ხელი 1 ან 2 მარტს მოეწერება. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი - 553 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 66 დეპუტატი იყო, ხოლო 28 წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics