09:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:48:53, 1945 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
სუბარი: ერთადერთი, რაშიც დაფინანსება მცირდება, დევნილების საცხოვრებლების რეაბილიტაციაა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსება მცირდება, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის.

სუბარის განმარტებით, საცხოვრებლების რეაბილიტაცია თითქმის იმდენივე ჯდება, რამდენიც ახლის აშენება, ამიტომ თანხები ახალ მშენებლობებზე იქნება მიმართული:

 „ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვამტკიცებთ დევნილთა სამოქმედო გეგმას, ახლაც გამოვიდა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას ითვალისწინებს, თუმცა ორი უმთავრესია: დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება და მეორე, მათ გაუჩნდეთ საკუთარი რეალური შემოსავლები. მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საცხოვრებელი ბინის გადაცემა დევნილებისთვის, თუმცა იმ რეფორმის გატარების შემთხვევაში, რომელსაც ვაპირებთ, დევნილთა დახმარების შესახებ, ეს ციფრი არა მხოლოდ გაორმაგდება, არამედ შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს. ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსებას ვამცირებთ, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის. ეს თითქმის იმდენივე ჯდება, რაც ახლის აშენება ამიტომ, მინიმუმამდე დაგვყავს რეაბილიტაცია. მთლიანობაში ეს მიმართული იქნება ახალ მშენებლობებზე“,- აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics