|
2015-03-31 11:57:36, 1992 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასკვნით ფაზაზე საარტილერიო ბატალიონის ასეულმა საბრძოლო სროლები D-30 ტიპის ქვემეხებიდან აწარმოა. სამიზნე მანძილი 6-დან 7 კილომეტრამდე მერყეობდა. სამ ფაზად დაგეგმილი საარტილერიო მომზადების ამოცანას ასეულის შეფასება წარმოადგენდა. სწავლების მეორე ფაზა 17 მარტს დაიწყო და მასში 63 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)