03:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 08:55:57, 1110 ნახვა

საზოგადოება
ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი: გია ცერცვაძეს დღეს გაათავისუფლებენ

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებენ, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა.

როგორც მამულაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს დღეს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.

„უნდა დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეზე. ეს წერილი მზადდება ახლა და გადაეცემა პროკურორს,“ - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა გივი თარგამაძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორი იური ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ აპელაციაზე გია ცერცვაძე იქნება გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. რუსეთი მის ექსტრადირებას ითხივს და ბრალს მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში დებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics