02:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:19:41, 866 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, უმუშევარი ახალგაზრდების 15% თავისი მეუღლის, ან პარტნიორის მშობლებთან ცხოვრობს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

ასაკის მატებასთან ერთად იკლებს მშობლებთან თანაცხოვრების მაჩვენებელი (დედა: 14-18 ასაკობრივი კატეგორია – 88%; 19-24 ასაკობრივი კატეგორია - 67%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია - 53%.), თუმცა რაც შეეხება პარტნიორთან/მე- უღლესთან თანაცხოვრებას, აღნიშნული მონაცემი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება (პარტნიორი/მეუღლე: 14-18 ასაკობრივი კატეგორია – 2%; 19-24 ასაკობრივი კატეგორია - 22%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია - 47%.).

აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვინც დედასთან ან მამასთან ცხოვრობს უმრავლესობას ბიჭები წარმოადგენენ (დედა: 80%, მამა: 70%), ხოლო მათ შორის, ვინც მეუღლის ან პარტნიორის მშობლებთან ცხოვრობს დიდ წილი მდედრობითი სქესის ახალგაზრდები არიან (24%), ვიდრე ბიჭები (1%). რაც შეეხება პარტნიორის ან მეუღლის მშობლებთან ცხოვრების მაჩვენებელს, კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ უმუშევარი ახალგაზრდების 15% თავისი მეუღლის ან პარტნიორის მშობლებთან ცხოვრობს, დასაქმებული ახალგაზრდების შემთხვევაში ეს მონაცემი 6 პროცენტია. ასევე აღსანიშნავია, რომ რომ უმუშევარი ახალგაზრდების მხოლოდ 1% და დასაქმებული ახალგაზრდების 4% აცხადებს, რომ მარტო ცხოვრობს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics