05:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 12:13:43, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ადა მარშანიას ინფორმაციით, ორპალატიან პარლამენტზე გადასვლის იდეა გაჩნდა

პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უბრალოდ ამ საკითხზე გაუგებრობა მოხდა.

თუმცა, მარშანიას განმარტებით,  ორპალატიან პარლამენტზე  გადასვლის იდეა გაჩნდა.

" ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა უბრალოდ გაუგებრობა. იცით, რომ სამუშაო ჯგუფი 4 ნაწილად ვართ გაყოფილი, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ჯერ ვერ იქნება გადაწყვეტილი და უშუალოდ, პარლამენტის გადატანა, არ გადატანა არის დაკავშირებული უმძიმეს და საკვანძო საკითხთან, ქვეყნის მოწყობის საკითხთან, მე თქვენ ახლა ახალ ამბავს გეუბნებით, ჩვენ თუ ვთანხმდებით და არის ასეთი იდეა, რომ კონსტიტუციის მე-4 მუხლი, გარდამავალი რომ ჰქვია, ჩვენ გავაუქმოთ და შევთანხმდეთ 2 პალატიან პარლამენტზე, მაშინ აბსოლუტურად ლოგიკური, სწორი იქნება, რომ ერთ-ერთმა პალატამ ქუთაისში იმუშაოს, ხოლო  მეორე გადმოვიდეს თბილისში. ეს სამსჯელო საკითხია. უბრალოდ იმ ჯგუფში არ იყო ისეთი წინააღმდეგობა, ბოლომდე საკითხი არ გავიარეთ და რაღაც გაუგებრობა იყო", - განაცხადა ადა მარშანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics