|
2017-01-20 13:24:16, 1110 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი „გაზპრომზე“: ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები არ გვაქვს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „გაზპრომთან“ საუკეთესო პირობები მიეღო. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობას „გაზპრომის“ საკითხზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ აქვს. „ჩვენ ვიცით მოლაპარაკება როგორც წარიმართა. ვიცით, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოსთვის საუკეთესო პირობები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ამ მოლაპარაკების პროცესში, მიეღო. ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია კახი კალაძის მოწვევა საქართველოს პარლამენტში ან უმრავლესობის სხდომაზე. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წარმომადგენლები, და არა მხოლოდ ამ საკითხზე, ბევრ საკითხზე გვაქვს ხოლმე შეხვედრები და განხილვა, ეს სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან, ყველა კითხვაზე პასუხები მივიღეთ და არანაირი ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)