|
2017-01-18 21:54:38, 1408 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, პარლამენტში მისასვლელად მზად არის
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მზად არის, უმრავლესობის დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, „გაზპრომის" საკითხზე პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, უპასუხა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ამ ადამიანების მხრიდან ეს განცხადებები. ”ზოგადად, რაც ეხება ოპოზიციის განცხადებებს, ვინ არიან ეს ადამიანები? ისინი არიან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარეს რუსეთს თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით და დღეს გამოდიან და ჩვენს ხელისუფლებაზე ამბობებნ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება არის ღალატი. აბსოლუტურად მიუღებელია ამ ადამიანების მხრიდან ეს განცხადებები. თუ უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ სურვილი იმისა, რომ უფრო დეტალებში მიიღონ ინფორმაცია ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მე მზად ვარ მივიდე ჩემი გუნდით, მოადგილეებით და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია”, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)