|
2017-01-16 22:08:38, 1617 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი უგულავაზე: ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე
ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე, - ამის შესახებ გიგი უგულავაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას ადამიანურად უხარია, რომ თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია. „მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ, ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით სავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა თბილისის განვითარებაში, მე ამაში მადლობელი ვარ მისი, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემ გამო, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)