|
2017-01-16 21:58:07, 1633 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: სანდრას არჩევნები წააგებინეს
სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, მისივე თქმით, უბნების დარბევის ერთი ვიდეოკადრიც კი არ არსებობს. "სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ბოლო არჩევნები, პრაქტიკულად გააუქმა. "ივანიშვილმა ბოლო არჩევნები პრაქტიკულად გააუქმა, მე როგორ შეიძლება არჩევნების ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიყო, მე გადავაბარე არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით,"- აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)