|
2017-01-16 13:34:33, 1208 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება
პროტოკოლის მიხედვით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემოანიას აკრედიტებული დიპლომატიური მისიები დაესწრებიან. "ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები დაესწრებიან. ცერემონიისათვის განსაზღვრული პროტოკოლის თანახმად არჩეული პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებაზე უცხო ქვეყნის დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები მიწვეულნი არ არიან", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)