|
2017-01-13 09:58:44, 1191 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფრაქციის პირველ სხდომას გამართავს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარტიიდან წევრების ერთი ნაწილის დატოვების შემდეგ პირველ სხდომას ჩაატრებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პარტიის სახელით შესული 27 დეპუტატიდან, 21 გამოეყო და როგორც აცხადებენ, უმცირესობის სტატუსიც მათ დარჩებათ. „სამწუხაროა რომ მოხდა პარტიის გაყოფა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად გავაგრძელოთ ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და საქმიანობა იმისთვის, რომ ქვეყნის ეს შეფერხებული და მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო ჩიხში არ შევიდეს. ამისათვის საჭიროა საპარლამენტო დონეზე საორგანიზაციო საკითხების დროულად მოგვარება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ პარლამენტში ერთი ფრაქცია ექნებათ, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს. ფრაქციის სხდომა პირველ საათზეა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)