|
2017-01-11 13:43:06, 1839 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო „გაზპრომისგან“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს
საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განმარტებით,აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის ნედლეულის ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულადი სახით მიღებას. „როგორც მოგეხსენებათ ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია, ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წელს იყო გაფორმებული, 31დეკემბერს გაუვიდა ვადა, თუმცა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“ არსებული გარემოებების გათვალისწინებით ოპტიმალური წინადადების მიღება. მთავრობამ იმსჯელა ამ შემოთავაზებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას.“,-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, კალაძის მტკიცებით, ეს ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამასთან, მინისტრის თქმით, ხელშეკრულება 2 წლიანია და პირველ წელს ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება ნაწილობრივ ნედლეულით მოხდება, მეორე წელს კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავლენ. „ასევე გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ეროვნული დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივია აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება 2 წლის ვადითაა, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურების ანგარიშსწორება. ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანხობრივად საერთო ჯამში ფინანსური შედეგი იქნება დაახლოებით იგივე,რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში, ასევე საინტერესოა ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ გვექნება აუცილებლობა, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები, ფასი 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარი იქნება“,-განაცხადა კახი კალაძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)