|
2017-01-09 11:12:56, 1294 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას მოჰყვა. ნიკა მელია დაინტერესდა, თუ რატომ ატარებდნენ აღნიშნული პირები გიგა ბოკერიას ინტერესებს, რის საპასუხოდაც, მას აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომ ამ ლოგიკით ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. მელიას ბობოხიძემ კი განუმარტა, რომ მას პარტიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის. მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ. ენმ-ის წევრების განცხადებით, პარტია ორად არის გაყოფილი და დღეს უკვე მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, როგორ მოხდება ფრაქციული გადანაწილება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)