12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 14:54:53, 978 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა და იტალიის ელჩმა მრავალსულიან დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცეს

ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა. 

ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მრავალსულიან ოჯახს  დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

უწყების ინფორმაციით, დევნილი ოჯახი ახალი სახლის გასაღებს 2017 წლის იანვარში მიიღებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის ბოლოს, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინა 400 დევნილ ოჯახს გადასცა. 200-მა ოჯახმა ახალი სახლის გასაღები უკვე მიიღო, 200 კი ახალმოსახლეობას 2017 წლის იანვარში იზეიმებს.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics