12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 10:19:04, 958 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის სერვისზე მოთხოვნა იზრდება

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან დეკემბრამდე მიწის რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციით 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისით მოქალაქეებს მათ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების რეგისტრირება  უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლიათ.

ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით არ არის შესაძლებელი, მაგალითად, მიწის ნაკვეთის მდებარეობის, საზღვრების, მახასიათებლების, სამეზობლო დავების და ა. შ. ზუსტად გარკვევა. ასეთ შემთხვევებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი უშუალოდ ცხადდება ადგილზე, ადგენს არსებულ ფაქტებს, იღებს ფოტო- და ვიდეომასალას და ადგენს ოქმს, რომელიც მონაწილე მხარეების, მაგალითად, მეზობლების, უშუალოდ განმცხადებლის და ა. შ. ხელმოწერით დასტურდება.

4 თვის განმავლობაში მიწის რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის სერვისის გამოყენებისთვის საჯარო რეესტრმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 622 განცხადებაზე მიმართა; აქედან 596 საქმე უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე წარმოება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ  რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის მომსახურება უფასოა და მოქალაქეებისგან დამატებითი ხარჯისა და პროცედურების გავლას არ საჭიროებს. 

როგორც ცნობილია, 1-ლი აგვისტოდან დაიწყო რეფორმა, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. მისი მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ.

ფაქტების კონსტატაციის სერვისი აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2012 წლიდან არსებობს, თუმცა სერვისზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. 2013-14 წლებთან შედარებით, 2016 წელს ფაქტების კონსტატაციით თითქმის სამჯერ მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics